საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 592662233

Zip Code: 1400

კომპანია: შპს ფორტუნა

მისამართი: ქ.გორი

ფოსტა: contact@terawet.ge

მთავარი ჩვენს შესახებ პროდუქცია ინფორმაცია დაგვიკავშირდით
     

 

კულტურები

ნორმები და რეკომენდაციები

პროდუქტის სახეობა

ოთახის ყვავილები

დოზირება დამოკიდებულია ყვავილის ფესვთა სისტემის ზომაზე.30-40 სმ მცენარეს სჭირდება0.5-1 გ ტერ, ან ფესვების ამოვლება ჟელეში

კამა, ოხრახუში, ბაღჩის ყვავილები

20 გ ტერავეტ-400 შევიტანოთ 1 მ კვ.2-3 სმ სიღრმეზე

ბოლოკი

3-5 გ ტერ -400 ,1 მ ფ, ან 0.2 გ ერთ მცენარეზე მზესუმზირის მარცვლის სიღრმეზე

სტაფილო, ბარდა, ლობიო

3 გ ტერ-400 1 მ ფ ,ან 0,2 გ ერთ მცენარეზე

ჭარხალი

0.3 გ ტერ-400 მცენარეზე

კარტოფილი

2-3 გ ტერ-400 1 ბუჩქზე დარგვის სიღრმეზე 10-15 სმ რადიუსზე

კიტრი

0.5 გტერ-400 ან ტერავეტ ჟელე 100-150 მლ დარგვის დროს

პომიდორი

0.5 გ ტერ-400 ყოველ ბუჩქზე პლიუს ტერავეტ ჟელე ყოველ ძირზე

საზამთრო ,ყაბაყი, გოგრა

0.5 გ ტერ-400 ტერავეტ ჟელეში ამოვლება დარგვის დროს

ბაღის მარწყვი

დარგვის წინ ფესვები ამოვავლოთ ტერ ჟელეში და ორმოშიც ჩავყაროთ 0.2 გ ტერ -400

ჟოლო,

დარგვისას 3-8 გ ტერ-400 ორმოში და ფესვების ამოვლება ტერავეტჟელეში.უკვე დარგულ ძირებს კი ფესვების გარშემო ვუკეთებთ 5-10 ნახვრეტს და ვყრით 1-2გ ტერ -400

ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ბალი

ფესვების ამოვლება ტერავეტ ჟელეში და ორმოში  დარგვის წინ10-15 გ ტერ-400

ვაზი

5 გ ტერ-400 ორმოში დარგვის წინ, ფესვების ამოვლება ტერავეტჟელეში.უკვე არსებულ ნარგავების გარშემო 5-10 ნახვრეტში ფესვების გარშემო 1-2 გ ტერ-400

სოკო

გამოიყენება ტორფის ნარევის მოსამზადებლად. წინასწარ მზადდება ჟელე- 5-6 გ ტერ-400, 1 ლ წყალზე. ვუცდით სრულ აბსორბციამდე, რის შემდეგაც ვურევთ 3 ლ ტორფთან (მიწის), ესეიგი 1000 ლ ტორფის დასამუშავებლად საჭიროა 300 ლ ჟელე, რომელიც მიიღება 1.5 კგ ტერავეტის გაზავებით. მიღებული მასა (1300ლ) საკმარისია 26 მ კვ , 5 სმ სისქის საფარისათვის

სვია

5-7 გ ტერ-400 ერთ დასარგავ ორმოზე, ან 2-3 ტაბლეტი ტერაფუდი,ანტერავეტ ჟელეში ფესვების ამოვლება

გაზონები, გოლფის მოედნები

თესვის დროს თანაბრად უნდა მოეფინოს ტერ-400 ტერიტორიაზე 1-2.5 კგ--100 მ კვ ,და შეერიოს გრუნტს 5-10 სმ სიღრმეზე ფოცხის საშუალებით, შემდეგ მოვფინოთ თესლი,  გადავასწოროთ  და კარგად მოვრწყოთ

თესლის დამუშავება

შევიტანოთ3 გ ტერ-400 1 მ ფ თესლთან ერთად .უმჯობესდება მოსავლიანობა , მცირდება ამოსვლის დრო, ძლიერდება ფესვთა სისტემა

სატყეო მეურნეობა

საწყის სტადიაზე ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია თესლის კოლოფებში გამოყვანისას
; ხელით თესვისას იყრება რიგებში 0,2 გ ერთ თესლზე: სათესში  ერევა ჰომოგენურად თესლთან (100 გ ტერ 1 მ .კუბ), რომელიც ეყრება 20 სმ მდე ფენად,ანუ ფესვთა სისტემის განვითარების ოპტიმალურ სიღრმეზე .ნერგების დაფესვიანებისას ნერგებს ასველებენ 24 სთ ის განმავლობაში ტერ-400 ჟელეში და ამის შემდეგ გადააქვთ ნიადაგში. ზრდის პერიოდშიც შეაქვთ 0.5 გ თითოეულ ძირზე მაქსიმალური  წყლის მარაგისთვის.

ტრანსპორტირება, შენახვა, გადარგვა

ტრანსპორტირების დროს ფესვებს ავლებენ ტერავეტის ჟელეში და აფარებენ ნესტიან ტომრებს

აგროსამრეწველო კომპლექსი

20-25 კგ ტერ-400 ჰექტარზე ,ნიადაგის ტიპის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით

 

შენიშვნა:
ტერავეტი-პოლიმერული ტიპის სუპერაბსორბენტი
ტერავეტი-არის პოლიმერი, რომელიც დამზადებულია კალიუმის ფუძეზე( ეს ელემენტი ცნობილია როგორც კალიუმიანი სასუქი).ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ტერავეტისა სხვა აბსორბენტებისაგან, რომლებსაც როგორც წესი ფუძე აქვთ ტოქსიური ნატრიუმი .
სუპერაბსორბენტი ტერავეტი იწოვს წყალს, აკავებს სინოტივეს ნიადაგში მზის ყველაზე აქტიურ პერიოდშიც კი და თანდათანობით აწვდის მცენარეს საჭირო რაოდენობის წყალს. ყოველი გრანულა, რომელიც ხვდება ნოტიო გარემოში ,იწოვს დიდი რაოდენობით სინოტივეს.
ტერავეტი არ არის ტოქსიური ადამიანებისთის , ბაქტერიებისთვის, წყალმცენარეებისათვის, თევზებისთვის, , ჩიტებისთვის, ჭიაყელებისთვის, და სხვა ცოცხალი არსებებისთვის.
ტერავეტის გამოყენების უპირატესობებია:

  • მცენარეების მორწყვის შემცირება
  • სასუქების და მცენარეთა დაცვის  საშუალებების ეფექტურობის ამაღლება
  • მოსავლიანობის ამაღლება
  • მიწის ნაყოფიერი ფენის ბიოლოგიური, ფიზიკურ ქიმიური თვისებების შესანარჩუნებელი და აღსადგენი პირობების გაუმჯობესება
  • მცირე დანესტიანების დროსაც კი წლის ეფექტური შეწოვა
  • ნიადაგის ნესტის შემანარჩუნებელი თვისების ამაღლება
  • გამოყენება ცხელ და გვალვიან კლიმატურ ზონებში
  • ნიადაგიდან წყლის უკუდინების კონტროლი
  • ნიადაგის აერაციის და დრენაჟის გაუმჯობესება
  • გამოყენების ხანგრძლივობა (10 წელი)

სიფრთხილე!!!

მშრალი პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია დოზა არ გადავაჭარბოთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს მცენარის გრუნტიდან ამოგდება, ვინაიდან 1 კგ პრეპარატმა შეუძლია შეიწოვოს 400 ლ მდე წყალი და შესაბამისად გაიზარდოს ზომებში.
უკვე მზარდი ხეების და ბუჩქების გახმობისაგან დასაცავად , შესაძლებელია ტერავეტის გრანულების შეტანა( ჩახვრეტის მეთოდით) ფესვთა სისტემის სიღრმეზე. დოზირება და შეტანის ტექნოლოგია დამოკიდებულია მცენარის ასაკზე. თუ მცენარე 5 წელზე მეტი ასაკისაა დოზირება უნდა გაიზარდოს 2 ჯერ. პრეპარატის შეტანის შემდეგ მცენარეები კარგად ირწყვება

 


  გამოიყენება მოსაყვანად:       ტერავეტის კრისტალები გამოიყენება:    
  ბოსტნეული კულტურების ხეხილის ბაღების     ნესტიანი ნიადაგის აერაციისათვის ფესვების გასამაგრებლად
  ხეების და ბუჩქების კარტოფილის     სათბურებში ეკოლოგიასა და რეკულტივაციაში
  გაზონების თამბაქოს     თესლის დათესვისას

როგორც შემომგარსველი პასტა, ფესვების გახმობისაგან დასაცავად

  ყვავილების  მარცვლოვანი კულტურების     ღია და დახურულ გრუნტში
  ვაზის სოკოს     მცენარეების ტრანსპორტირებისას